შემოგვიერთდით შთამაგონებელ ვებინარზე "ქოუჩინგის ძალა – თანამშრომლების განვითარებისთვის, ორგანიზაციული ცვლილებების მხარდასაჭერად და ბიზნეს შედეგების გასაუმჯობესებლად". სადაც ვისაუბრებთ ქოუჩინგის სტრატეგიული ინიციატივების ტრანსფორმაციულ ძალაზე.
ვებინარზე მოისმენთ:
როგორ შეუძლია ეფექტურად დაგეგმილ ქოუჩინგის პროგრამას ორგანულად შეერწყას ორგანიზაციულ განვითარების პროცესებს და მოემსახუროს როგორც ინდივიდების, ისე მთელი ორგანიზაციის მიზნებს.
ქოუჩინგის მნიშვნელოვან როლზე ტალანტების განვითარებაში, ორგანიზაციული კულტურის ცვლილებასა და ბიზნესის შედეგების გაუმჯობესებაში.
როგორ შეუძლია ქოუჩინგს ორგანიზაციის შესაძლებლობების გაფართოვება როდესაც ის ეფექტურად არის შეჯერებული სტრატეგიასთან, ადამიანებთან და მართვის პროცესებთან.
როგორ შეიძლება ქოუჩინგის გამოყენება რთული ბიზნეს გამოწვევების გადასაჭრელად, ორგანიზაციული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და გუნდებში სტრატეგიული და კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად.
პრაქტიკულ მიდგომებზე, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზაციული კულტურის ცვლილებას, ინოვაციების წახალისებას, ცვლილებების ეფექტურ მართვას და ლიდერობისა თუ ქცევითი სტილის გარდაქმნას.
როგორ გააუმჯობესოთ შედეგები, განავითაროთ ლიდერები და ეფექტურად მართოთ თქვენი ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნები.
ვებინარი მოგცემთ ფასეულ ინსტრუმენტებს და ხედვებს რაც დაგეხმარებათ შექმნათ გრძელვადიანი, მდგრადი ორგანიზაციული ცვლილებები.
ვებიანარის ენა - ქართული (ინგლისურიდან თარგმანით)
ხანგრძლივობა - 90წთ
გაიცემა CCE ქულების დამადასტურებელი სერტიფიკატი
მოკლე ინფორმაცია სპიკერის შესახებ:
რენე რობერტსონი- არის (RCI) Robertson Coaching Institute-ის ხელმძღვანელი და წამყვანი აღმასრულებელი ქოუჩი, რენე ასწავლის ICF-ის აკრედიტებულ პროგრამას, მუშაობს ტოპ-მენეჯმენტთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ქმნის ქოუჩინგზე დაფუძნებულ განვითარების ინიციატივებს. რენე გამოირჩევა ბიზნესის ხედვით, სწრაფი ადაპტაციის უნარითა და ქოუჩინგის სტრატეგიულად გამოყენებით.რენე არის ICF-ის საერთაშორისო ქოუჩინგის ფედერაციის ერთ -ერთი ერთეულის — Coaching in Organizations (CIO) — დამფუძნებელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. ეს ერთეული მიზნად ისახავს ქოუჩინგის განვითარებას ორგანიზაციულ სივრცეში.რენემ ორჯერ მოიპოვა (ICF) უმაღლესი გლობალური აღიარება — International Prism Award, რომელიც ორგანიზაციებში ქოუჩინგის წარმატებული ინტეგრაციისა და ბიზნესშედეგებზე ორიენტირებული ქოუჩინგ ინიციატივებისთვის გაიცემა.რენემ თავისი ქოუჩინგის გზა აღწერა წიგნში "The Coaching Solution: How to Drive Talent Development, Organizational Change, and Business Results." რომელიც "small business book award"ის გამარჯვებული გახდა.