1. ავლენს ეთიკის ნორმებს
განმარტება: გააზრებული აქვს და მუდმივად იყენებს ქოუჩინგის ეთიკის ნორმებსა და სტანდარტებს.
1. ავლენს თანაბარ კეთილსინდისიერებასა და გულწრფელობას კლიენტებთან, სპონსორებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობისას.
2. გულისხმიერია კლიენტის იდენტობის, გარემოს, გამოცდილების, ღირებულებების და რწმენა-წარმოდგენებისადმი
3. იყენებს კლიენტის, სპონსორისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის შესაფერის და პატივისცემის გამომხატველ ენას.
4. იცავს ICF-ის ეთიკის კოდექსს და ეყრდნობა ძირეულ ღირებულებებს.
5. იცავს კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას თითოეულ დაინტერესებულ მხარესთან შეთანხმებებისა და სათანადო კანონების შესაბამისად.
6. მიჯნავს ერთმანეთისგან ქოუჩინგს, კონსულტაციას, ფსიქოთერაპიას და სხვა მხარდამჭერ პროფესიებს
7. ამისამართებს კლიენტებს საჭიროების შემთხვევაში სხვა მხარდამჭერი პროფესიის სპეციალისტებთან
2. განასახიერებს ქოუჩინგური აზროვნების სტილს
განმარტება: ავითარებს და ინარჩუნებს ღია, ცნობისმოყვარე, მოქნილ და კლიენტზე ორიენტირებულ აზროვნებას.
1. აცნობიერებს, რომ კლიენტი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ არჩევანზე.
2. მუდმივად სწავლობს და ვითარდება როგორც ქოუჩი.
3. უწყვეტად იყენებს და ავითარებს რეფლექსიის პრაქტიკას ქოუჩინგის ხარისხის გასაუმჯობესებლად
4. აცნობიერებს და ღიაა კონტექსტისა და კულტურის ზეგავლენის მიმართ, როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვებზე.
5. იყენებს თვითშემეცნებას და ინტუიციას კლიენტის სასარგებლოდ.
6. ავითარებს და აუმჯობესებს ემოციების მართვის უნარს
7. ემზადება სესიებისთვის მენტალურად და ემოციურად
8. მიმართავს დახმარებისთვის გარე რესურსებს საჭიროების შემთხვევაში
3. ადგენს და იცავს შეთანხმებებს
განმარტება: ქმნის მკაფიო შეთანხმებას ქოუჩინგური ურთიერთობის, პროცესის, გეგმებისა და მიზნების შესახებ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით. ადგენს შეთანხმებას როგორც მთლიანი ქოუჩინგის პროცესის, ასევე თითოეული სესიისთვის.
1. აღუწერს ქოუჩინგის პროცესს კლიენტსა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს, განუმარტავს მათ რა არის და რა არარის ქოუჩინგი.
2. ათანხმებს, რა არის და არ არის მისაღები ურთიერთობაში, რისი შეთავაზებაა შესაძლებელი და რისი არა, ასევე აკონკრეტებს კლიენტისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების პასუხისმგებლობებს.
3. ათანხმებს ქოუჩინგური ურთიერთობის წესებს და ისეთ სპეციფიურ საკითხებს, როგორიც არის ლოგისტიკა, ანაზღაურება, განრიგი, ხანგრძლივობა, შეთანხმების შეწყვეტის პირობები, კონფიდენციალურობა და გარეშე პირების ჩართულობა.
4. აყალიბებს კლიენტთან და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით ქოუჩინგის საერთო გეგმას და მიზნებს.
5. განსაზღვრავს კლიენტთან პარტნიორობით კლიენტისა და ქოუჩის შესაბამისობას.
6. განსაზღვრავს ან აზუსტებს კლიენტთან პარტნიორობით თუ რისი მიღწევა სურს კლიენტს სესიის განმავლობაში.
7. ადგენს კლიენტთან პარტნიორობით, თუ რა არის კლიენტის აზრით, განსახილველი ან გადასაჭრელი სესიის სასურველი შედეგის მისაღწევად.
8. კლიენტთან პარტნიორობით განსაზღვრავს ან აზუსტებს ქოუჩინგის მთლიანი პროცესის ან ცალკეული სესიის წარმატების კრიტერიუმებს.
9. კლიენტთან პარტნიორობით Მართავს სესიის დროს და ფოკუსს.
10. წარმართავს ქოუჩინგს კლიენტისათვის სასურველი შედეგის მისაღწევად, თუ კლიენტი სხვაგვარად არ გადაწყვეტს.
11. კლიენტთან პარტნიორობით ასრულებს ქოუჩინგურ ურთიერთობას და სათანადო პატივს მიაგებს შექმნილ გამოცდილებას.
4. ქმნის და აუმჯობესებს სანდო და უსაფრთხო გარემოს
განმარტება: კლიენტთან პარტნიორობით ქმნის უსაფრთხო, მხარდამჭერ გარემოს, რაც კლიენტს თავისუფალი გამოხატვის საშუალებას აძლევს. ინარჩუნებს ორმხრივ პატივისცემას და ნდობას.
1. ცდილობს გაიაზროს კლიენტის კონტექსტი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მის იდენტობას, გარემოს, გამოცდილებას, ღირებულებებს და რწმენა-წარმოდგენებს.
2. ავლენს პატივისცემას კლიენტის იდენტობის, აღქმების, სტილის და ენის მიმართ და უსადაგებს შესაბამის ქოჩინგურმიდგომას.
3. აღიარებს და პატივს სცემს კლიენტის უნიკალურნიჭს, ინსაიტებს და წვლილს ქოუჩინგის პროცესში.
4. გამოხატავს მხარდაჭერას, ემპათიას და ზრუნვას კლიენტის მიმართ.
5. აღიარებს და ხელს უწყობს კლიენტის მიერ გრძნობების, აღქმების, შფოთვების, რწმენაწარმოდგენების და მოსაზრებების გამოხატვას.
6. ავლენს ღიაობას და გულწრფელობას საკუთარი მოწყვლადობის გამოხატვით, რითიც ქმნის ნდობას კლიენტის მხრიდან.
5. ინარჩუნებს ჩართულობას
განმარტება: სრულად გაცნობიერებული და ჩართულია კლიენტთან, იყენებს ღია, მოქნილ, საფუძვლიან, არგუმენტირებულ და თავდაჯერებულ ურთიერთობის სტილს.
1. არის ფოკუსირებული, დაკვირვებული, ემპათიური და გულისხმიერი კლიენტის მიმართ.
2. გამოხატავს ცნობისმოყვარეობას ქოუჩინგის პროცესში.
3. მართავს საკუთარემოციებს კლიენტთან ჩართულობის შესანარჩუნებლად.
4. ავლენს თავდაჯერებულობას კლიენტის ძლიერემოციებთან მუშაობისას.
5. კომფორტულად მუშაობს არცოდნის სივრცეში.
6. თავად ქმნის ან იღებს კლიენტისგან მოწოდებულ სიჩუმეს, პაუზას ან სივრცეს ფიქრისთვის.
6. ისმენს აქტიურად
განმარტება: ფოკუსირდება იმაზე, თუ რას ამბობს და არ ამბობს კლიენტი, რომ სრულად გაიგოს კლიენტის ნათქვამი მისი აზროვნების სისტემების კონტექსტში და ხელი შეუწყოს მის თვითგამოხატვას.
1. ითვალისწინებს კლიენტის კონტექსტს, იდენტობას, გარემოს, გამოცდილებას, ღირებულებებს და რწმენა-წარმოდგენებს, რომ უკეთ გაიგოს თუ რას ამბობს და გამოხატავს კლიენტი.
2. იმეორებს ან აჯამებს კლიენტის მიერ ნათქვამს, მეტი სიცხადის და ურთიერთგაგების უზრუნველსაყოფად.
3. ამჩნევს და იკვლევს, როდესაც უფრო მეტი არის კლიენტის ნათქვამის მიღმა.
4. ამჩნევს, აცნობიერებს და იკვლევს კლიენტის ემოციებს, ენერგიის ცვლილებას, არავერბალურ ნიშნებს ან სხვა ქცევებს.
5. აერთიანებს კლიენტის სიტყვებს, ხმის ტონს და სხეულის ენას, რომ სრულად განსაზღვროს საუბრის შინაარსი.
6. ამჩნევს სესიების განმავლობაში რა ტენდენციები ვლინდება კლიენტის ქცევებსა და ემოციებში, რათა ამოიცნოს და განასხვაოს თემები და პატერნები.
7. აფართოებს და აღვიძებს ცნობიერებას
განმარტება: ხელს უწყობს კლიენტის გაცნობიერების და სწავლის პროცესს ისეთი მეთოდებისა და ტექნიკების გამოყენებით, როგორიცაა ძლიერი კითხვების დასმა, სიჩუმე, მეტაფორები და ანალოგები.
1. ითვალისწინებს კლიენტის გამოცდილებას საუკეთესო მეთოდის ასარჩევად.
2. აყენებს კლიენტს გამოწვევების წინაშე ცნობიერების გასაფართოებლად და ინსაიტის გამოსაწვევად.
3. უსვამს კლიენტს მის შესახებ ისეთ კითხვებს, როგორიცაა აზროვნების სტილი, ღირებულებები, საჭიროებები, სურვილები დარწმენა-წარმოდგენები.
4. უსვამს კლიენტს ისეთ კითხვებს, რომლებიც დაეხმარება მას გააფართოოს არსებული ცოდნის საზღვრები.
5. იწვევს კლიენტს მეტად გააზიაროს მიმდინარე მომენტში მიღებული გამოცდილება.
6. ამჩნევს, რა განაპირობებს კლიენტის პროგრესის ზრდას.
7. არგებს ქოუჩინგურ მიდგომას კლიენტის საჭიროებებს.
8. ეხმარება კლიენტს გამოავლინოს ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მის ამჟამინდელ და მომავალ ქცევით პატერნებზე, აზროვნებაზე ან ემოციებზე.
9. იწვევს კლიენტს წინსვლის, სასურველი ან შესაძლო მოქმედებების შესახებ იდეების გენერირებისკენ.
10. მხარს უჭერს კლიენტს პერსპექტივების და მოსაზრებების რეფრეიმინგისას.
11. მიკერძოების გარეშე უზიარებს კლიენტს საკუთარ ისეთ დაკვირვებებს, ინსაიტებს და შეგრძნებებს, რომლებსაც კლიენტისთვის ახალი ცოდნის შექნის პოტენციალი აქვს.
8. ხელს უწყობს კლიენტის ზრდას
განმარტება: პარტნიორული ურთიერთობით ეხმარება კლიენტს სამოქმედო გეგმად ჩამოაყალიბოს ახალი ცოდნა და ინსაიტები. ხელს უწყობს კლიენტის დამოუკიდებლობას ქოუჩინგის პროცესში.
1. ეხმარება კლიენტს მოახდინოს ახალი ცოდნის, გაცნობიერების, ინსაიტის ან ცოდნის საკუთარ მსოფლმხედველობასა და ქცევებში ინტეგრირება.
2. პარტნიორული ურთიერთობით ეხმარება კლიენტს დაისახოს მიზნები და ქმედებები, შეიმუშაოს პასუხისმგებლობის საზომი კრიტერიუმები, რომლებიც დაეხმარება მას დანერგოს და გააფართოოს მიღებული ცოდნა.
3. აღიარებს და მხარს უჭერს კლიენტს, დამოუკიდებლად დაისახოს მიზნები, შეიმუშავოს ქმედებები და პასუხისმგებლობის მეთოდები.
4. მხარს უჭერს კლიენტს განსაზღვროს დასახული სამოქმედო გეგმის ან მიღებული ცოდნის შესაძლო შედეგები.
5. სთავაზობს კლიენტს განიხილოს წინსვლის შესაძლებლობები, რესურსების, მხარდაჭერის და შესაძლო ბარიერების გათვალისწინებით.
6. ეხმარება კლიენტს როგორც პარტნიორი, შეაჯამოს სესიების დროს ან სესიების შუალედებში მიღებული ცოდნა და ინსაიტები.
7. აღნიშნავს კლიენტის პროგრესს და წარმატებას.
8. კლიენტთან პარტნიორობით ასრულებს სესიას.