ქოუჩის სერტიფიცირების გზა: მნიშვნელობა, მოთხოვნები, პრაქტიკული ნაბიჯები
ეს ვებინარი განკუთვნილია იმ ქოუჩებისთვის და პროფესიონალური ქოუჩინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის ვისაც სურს უკეთ გაიგოს ქოუჩის სერტიფიცირების ACC/PCC გზა - რისთვის არის ეს მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა.
ვებინარის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ მკაფიო და სტრუქტურირებულ ხედვას:
✨რას გულისხმობს ქოუჩის სერტიფიცირების პროცესი
✨რა არის ძირითადი მოთხოვნები ამ პროცესში
✨როგორ უკავშირდება სერტიფიცირება ქოუჩის კომპეტენციების განვითარებას
✨რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას ქოუჩმა საკუთარი პროფესიული ზრდისთვის
ეს ვებინარი დაგეხმარებათ დაინახოთ განვითარების შესაძლებლობები და მიიღოთ პრაქტიკული მიმართულება შემდეგი ნაბიჯებისთვის.
ვებინარის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს განგრძობადი ქოუჩინგური განათლების ერთეულებით (1 CCEu)