N2 ვებინარი: ნდობის ინდიკატორები ქოუჩ სესიაში.
N4 კომპეტენცია - ავითრებს ნდობას და უსაფრთხოებას.
ნდობა ხშირად აღიქმება, როგორც "უხილავი" მოცემულობა. ამ ვებინარზე ჩვენ მას კონკრეტული მარკერებით ხილულს გავხდით. ერთად გავაანალიზებთ, როგორ ვუპასუხოთ კლიენტს ისე, რომ მან თავი მიღებულად და დაცულად იგრძნოს.
რას მოიცავს ვებინარი:
• მარკერის არსი: რეალურ ქოუჩინგურ დიალოგში რას გულისხმობს თითოეული მარკერი;
• Evidence (მტკიცებულება): კონკრეტული ფრაზები და ქცევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქოუჩი ავლენს კომპეტენციას - როგორ ვავლენთ მხარდაჭერას, ემპათიას და პატივისცემას კლიენტის იდენტობისა და სტილის მიმართ.
• Contra-Evidence (ანტი-მტკიცებულება): რა შეცდომები მიანიშნებს იმაზე, რომ კომპეტენცია არ არის დაცული - რა ტიპის"დამრიგებლური" ტონი ან განსჯა ანგრევს უსაფრთხო გარემოს.
• Specific Guidelines (Specific Guidelines): ICF-ის სტანდარტებზე დაფუძნებული კრიტერიუმები, რომლითაც ხდება მარკერის გამოვლენის ხარისხის გაზომვა - როგორ ვაფასებთ ქოუჩის უნარს, იყოს მოქნილი და კლიენტზე ორიენტირებული.