ღია ქოუჩინგური შეხვედრა მათთვის, ვინც გრძნობს, რომ დაიღალა, გაიფანტა ან საკუთარი თავი დაკარგა ყოველდღიურობის ხმაურში. ამ შეხვედრაზე დავაკვირდებით, სად იკარგება სიცოცხლის ძალა, რა გაბრუნებს საკუთარ თავთან და როგორ შეიძლება აღიდგინო შინაგანი რესურსი ისე, რომ მეტი სიმშვიდით, სიცხადით და ძალით გააგრძელო გზა.