მთავარი რეგისტრაცია
კომპეტენციის მარკერები
16/04/2026 - 20:00 (UTC+4)
Online, Zoom

ხშირად მარკერების მშრალი ტექსტი ტოვებს კითხვებს: "როგორ ჟღერს ეს პრაქტიკაში?”
ქოუჩის პროფესიული განვთარების გზაზე უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კომპეტენციების ცოდნა, არამედ ქოუჩის ოსტატობის ინდიკატორის - მარკერების სწორი აღქმა.
 
ICF საქართველო აგრძელებს ჩაპტერის წევრი ქოუჩების პროფესიულ მხარდაჭერას და იწყებს საგანმანათლებლო ვებინარების ციკლს “ICF-ისძირეული კომპეტენციები და მარკერები“ , რომელიც მიზნად ისახავს ქოუჩინგის საერთაშორისო სტანდარტების სიღრმისეულ გააზრებასა და პრაქტიკაში დანერგვას.
რას მოიცავს ვებინარების ციკლი:
თითოეული ვებინარი ფოკუსირებულია კონკრეტულ კომპეტენციაზე, სადაც განვიხილავთ:
• თითოეული მარკერის არსს: რას ნიშნავს ის რეალურად სესიის მსვლელობისას.
• Evidence (მტკიცებულება): რა ქცევები ან ფრაზები ადასტურებს მარკერის ფლობას.
• Contra-Evidence (ანტი-მტკიცებულება): რა უშლის ხელს კომპეტენციის გამოვლენას.
• Specific Guidelines: დეტალური სახელმძღვანელო თითოეული მარკერის შესაფასებლად.
ვებინარები მომზადებულია Comprehensive ICF PCC Marker Assessor - ის სასწავლო პროგრამის მასალების მიხედვით, რაც მონაწილეებს ქოუჩ-სესიის შემფასებლის (Assessor) თვალით დანახვის საშუალებას აძლევს.
 
N1 ვებინარი: ”ეთიკიდან შეთანხმებამდე”
ქოუჩინგური შეთანხმება პარტნიორობის ხელოვნებაა. ამ ვებინარზე ერთად გამოვიკვლევთ, როგორ გარდაიქმნება კლიენტის პირველადი სურვილი მკაფიო, ტრანსფორმაციულ შეთანხმებად. დავაკვირდებით იმ ნიუანსებს, რომლებიც გვეხმარება, მივყვეთ კლიენტს და მის რეალურ საჭიროებასთან დავრჩეთ სინქრონში.
 
 
 
რას მოიცავს ვებინარი:
• მარკერის არსი: რეალურ ქოუჩინგურ დიალოგში რას გულისხმობს თითოეული მარკერი;
• Evidence (მტკიცებულება): კონკრეტული ფრაზებიდა ქცევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქოუჩი ავლენს კომპეტენციას - როგორ ვადგენთ სესიის მიზანს, წარმატების საზომებს და იმ საკითხებს, რომლებზეც რეალურად უნდა ვიმუშაოთ.
• Contra-Evidence (ანტი-მტკიცებულება): რა შეცდომები მიანიშნებს იმაზე, რომ კომპეტენცია არ არის დაცული - რა ტიპის"ზედაპირული" შეთანხმება ან ქოუჩის მიერთემის მართვა აფერხებს კლიენტის პროგრესს.
• Specific Guidelines (Specific Guidelines): ICF-ისსტანდარტებზე დაფუძნებული კრიტერიუმები, რომლებითაც ხდება მარკერის გამოვლენის ხარისხის გაზომვა - როგორ ვაფასებთ ქოუჩის უნარს, სესიის განმავლობაში თვალყური ადევნოს შეთანხმებას და დარჩეს კლიენტის პარტნიორად.

ღირებულება
0.00
0.00
0.00
$
რეგისტრაცია
სახელი, გვარი
ასაკი
პროფესია
მობილურის ნომერი
ელ. ფოსტა
ვერიფიკაციის მეთოდი
დასწრება
გაგრძელება