✍️ICF საქართველოს ჩაპტერის წევრი ქოუჩებისთვის პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად ტარდება ჯგუფური მენტორინგი, რომლის მიზანია ქოუჩების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და ICF-ის კომპეტენციების პრაქტიკული გააზრება.
✨სესიის განმავლობაში განიხილება ერთ-ერთი კოლეგის მიერ კლიენტთან ჩატარებული ქოუჩ-სესია ICF-ის კომპეტენციების ჭრილში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს გააღრმავონ პროფესიული ხედვა და მიიღონ პრაქტიკული უკუკავშირი.
⭐️ჯგუფურ მენტორინგს გაუძღვება თეო ჯაიანი (PCC ICF) — პროფესიონალი ქოუჩი და გამოცდილი მენტორი, Erickson International-ის სერტიფიცირებული ტრენერი და Erickson International Central Asia-ის მმართველი პარტნიორი.
✨ფორმატი: Zoom
⏰ხანგრძლივობა: 90 წუთი
✨დასწრება შეუძლია ჩაპტერის ყველა წევრს. აქტიური მონაწილეობა შეეძლება პირველ 12 დარეგისტრირებულ ქოუჩს, რომლებიც წინასწარ მიიღებენ განსახილველი ქოუჩ-სესიის ჩანაწერს და მენტორინგის დროს შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების გაზიარებასა და კითხვების დასმას.
✨მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს ICF განგრძობადი ქოუჩინგური განათლების ერთეულებით (CCE), რომელსაც გამოიყენებენ აკრედიტაციისთვის.