ICF საქართველო პროფესიული დახელოვნების პროგრამის ფარგლებში სუპერვიზიის პროგრამას სთავაზობს წევრებს.
ქოუჩინგის სუპერვიზია რეფლექსიური და კოლაბორაციული პროცესია, რომელიც ეხმარება ქოუჩებს პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF)მიხედვით, სუპერვიზია ქმნის უსაფრთხო სივრცეს, სადაც ქოუჩებს შეუძლიათ გაანალიზონ თავიანთი პრაქტიკა, გაიღრმავონ თვითცნობიერების უნარი და დახელოვნდნენ საერთაშორისო პროფესიული თუ ეთიკური სტანდარტების დანერგვაში.
სუპერვიზია ქოუჩის პროფესიული გზის განუყოფელი ნაწილია და ემსახურება სამ ძირითად ფუნქციას:
1. განვითარებითი – ქოუჩინგის უნარების, სტრატეგიებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება რეფლექსიური სწავლების გზით.
2. რესურსული – ემოციური და მენტალური მხარდაჭერის გაწევა სირთულეებთან გამკლავებისთვის და ქოუჩის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
3. ნორმატიული – ეთიკური ნორმების დაცვა და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობა.
პროგრამის დასრულებისას მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს ICF განგრძობადი ქოუჩინგური განათლების ერთეულებით (CCE), რომელსაც გამოიყენებენ აკრედიტაციისთვის.
ჩატარდება 3 ჯგუფური სუპერვიზია:
1. 4 აპრილი, 13:00-15:00 სთ.
2. 2 მაისი, 13:00-15:00 სთ.
3. 6 ივნისი, 13:00-15:00 სთ.
ჯგუფში მოხვდება პირველი 7 მონაწილე, რომელიც გაივლის რეგისტრაციას და შეუძლია დაესწროს სამივე სუპერვიზიას
პროგრამას გაუძღვება სერტიფიცირებული სუპერვიზორი
ეკატერინე ბაბუნაშვილი PCC ICF, ქოუჩთა ტრენერი, სუპერვიზორი და მენტორი. ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი; ICF საქართველოს პირველი პრეზიდენტი.