მთავარი რეგისტრაცია
Peer-to-Peer Coaching – Community of Practice
24/03/2026 - 20:00 (UTC+4)
Online, Zoom

Peer-to-Peer Coaching  – Community of Practice

✍️ICF Sakartvelo Chapter - წევრი ქოუჩების პროფესიული განვითარების მიზნით იწყებს Peer-to-Peer Coaching-ის  რეგულარულ შეხვედრებს.

✨შეხვედრების მიზანია უსაფრთხო, პროფესიული და მხარდამჭერი სივრცის შექმნა, სადაც ქოუჩებს ექნებათ შესაძლებლობა გააძლიერონ თავიანთი პრაქტიკული უნარები, გაცვალონ გამოცდილება და გააღრმავონ ქოუჩინგის კომპეტენციები რეალური ქოუჩინგის სესიების საშუალებით.
ფორმატი
შეხვედრები ჩატარდება თვეში ერთხელ და გაგრძელდება 1.5 საათი. თითოეული შეხვედრა მოიცავს:
✨ორ 30-წუთიან ქოუჩინგ სესიას, სადაც მონაწილეები იმუშავებენ წყვილებში
მონაწილეები გაცვლიან როლებს: ქოუჩი / კლიენტი
ყოველი სესიის შემდეგ გაიმართება 15-წუთიანი რეფლექსია და შეჯამება
✨შეხვედრას გაუძღვება ფასილიტატორი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის სტრუქტურას, უსაფრთხო გარემოს და დაეხმარება მონაწილეებს რეფლექსიის პროცესში.
✨რატომ უნდა დარეგისტრირდეთ?
ამ სერიაში მონაწილეობით თქვენ შეძლებთ:
გააძლიეროთ თქვენი ქოუჩინგის პრაქტიკული უნარები
✨რეგულარულად ივარჯიშოთ ICF Core Competencies-ის გამოყენებაში
✨მიიღოთ რეფლექსიის და პროფესიული ზრდის სივრცე
განავითაროთ აქტიური მოსმენის, ძლიერი კითხვების და ქოუჩინგის პარტნიორობის უნარები
✨იმუშაოთ რეალურ თემებზე უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში
✨მიიღოთ სხვა ქოუჩების გამოცდილება და პერსპექტივები
✨გააძლიეროთ პროფესიული კავშირები ICF Sakartvelo Community-ში
✨Peer-to-Peer სესიებში მონაწილეობა ასევე დაეხმარება ქოუჩებს ქოუჩინგის პრაქტიკის საათების დაგროვებაში, რაც მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისათვის და მომავალში ICF-ის აკრედიტაციის პროცესში.
✨ეს სერია წარმოადგენს მდგრად პროფესიულ სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს ქოუჩების განვითარებას და ICF პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას ჩვენს საზოგადოებაში.
შემოგვიერთდით და განავითარეთ თქვენი ქოუჩინგის პრაქტიკა კოლეგებთან ერთად.


ღირებულება
0.00
0.00
0.00
$
რეგისტრაცია
სახელი, გვარი
ასაკი
პროფესია
მობილურის ნომერი
ელ. ფოსტა
ვერიფიკაციის მეთოდი
დასწრება
გაგრძელება