მთავარი რეგისტრაცია
შინაგანი საზღვრები: როგორ დავწეროთ ჩვენი შესაძლებლობების ახალი სცენარი
25/05/2025 - 13:00
Online, Zoom

ჩვენ ყველას გვაქვს შინაგანი ხმები - რწმენები, რომლებიც წარსულიდან მომდინარეობს და ხშირად უსიამოვნოდ მოქმედებს ჩვენს თვითშეფასებასა და შესაძლებლობებზე. ეს შეიძლება ჟღერდეს შემდეგნაირად: „არ გამომივა“, „არ ვარ საკმარისი“, „ახლა არ არის სწორი დრო მოქმედებისთვის“. სწორედ ამ შინაგანი ხმების შეცვლა ხდება ხოლმე პიროვნული ზრდის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი.
აღნიშნული ვებინარი დაგეხმარებათ ამოიცნოთ მსგავსი შემზღუდავი რწმენები და გარდაქმნათ ისინი გაძლიერებულ შინაგან ნარატივად - ისეთად, რომელიც მხარს უჭერს თქვენს მიზნებს, თვითგამოხატვასა და ქმედებას. პროცესი ეფუძნება ქოუჩინგის საერთაშორისო სტანდარტებს (ICF) და გაწვდით კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც პრაქტიკაში დაუყოვნებლივ გამოიყენებთ.
✔️ თემა პირდაპირ უკავშირდება ICF-ის მეორე კომპეტენციას – ქოუჩინგური აზროვნების სტილის განვითარებას. ის ხელს უწყობს თვითშემეცნებას და გონებრივი პერსპექტივის გაფართოებას.
✔️ ვებინარი ასევე ეხმიანება მეშვიდე კომპეტენციას – თვითშეგნების ამაღლებას, რადგან შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, თუ როგორ ამოიცნოთ შინაგანი შეზღუდვები და შეცვალოთ საკუთარი ხედვა.
✔️ მოქმედების ახალი სცენარების შექმნა და შინაგანი თავისუფლების პოვნა უკავშირდება მერვე კომპეტენციას, რომელიც პიროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული.
სესიაში გაეცნობით პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ:
● შემზღუდავი რწმენების აღმოჩენაში
● ახალი შესაძლებლობების გააქტიურებაში
● მიზნების დასახვასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში
ეს ყველაფერი ქმნის ტრანსფორმაციის ძლიერ საფუძველს პიროვნული ზრდისა და შინაგანი თავისუფლების მოპოვებისთვის.

ღირებულება
0.00
0.00
0.00
$
რეგისტრაცია
სახელი, გვარი
ასაკი
პროფესია
მობილურის ნომერი
ელ. ფოსტა
ვერიფიკაციის მეთოდი
დასწრება
გაგრძელება