ვორქშოფში მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ შეიძლება თვითრეფლექსია გახდეს პიროვნული ზრდის, შთაგონების და ცვლილებების პროცესის დასაწყისი. შეხვედრის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს გააცნობიერონ საკუთარი ძლიერი მხარეები და გამოწვევები, რათა შეძლონ მეტად ეფექტურად იმუშაონ საკუთარი მიზნების მიღწევის გზაზე. ვორქშოფის მანძილზე მონაწილეები ეზიარებიან ინსტრუმენტებსა და კითხვებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ღრმად გააანალიზონ საკუთარი ცხოვრება და გადაწყვეტილებები.