პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა ხუთ თვიანი ACC/PCC საერთაშორისო გამოცდის მოსამზადებელი პროგრამა. პროგრამას უძღვებოდნენ საერთაშორისო სერტიფიცირებული ქოუჩები: ირმა გურამიშვილი ICF PCC, ICF საქართველოს პრეზიდენტი. სოფიო ნანიტაშვილი ICF ACC, ICF საქართველოს ბორდის წევრი, პროფესიული განვითარების ლიდერი.
პროგრამა მოიცავდა შემდეგს:
1. ორეულებში მუშაობა
2. მენტორ-სესიები PCC აკრედიტაციის ქოუჩებთან
3. აკრედიტაციის გამოცდისთვის მოსამზადებელ თეორიულ და პრაქტიკულ მასალებზე წვდომა
4. PCC აკრედიტაციის ქოუჩების მიერ ICF - ის ძირეულ კომპეტენციებსა და ეთიკის კოდექსზე ვებინარების ჩატარება
5. მოდელირებულ საგამოცდო ტესტებზე ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა