ICF საქართველო პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 4 თვიანი სუპერვიზიის პროგრამა.
ქოუჩინგის სუპერვიზია რეფლექსიური და კოლაბორაციული პროცესია,
რომელიც ეხმარება ქოუჩებს პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიხედვით, სუპერვიზია ქმნის
უსაფრთხო სივრცეს, სადაც ქოუჩებს შეუძლიათ გაანალიზონ თავიანთი
პრაქტიკა, გაიღრმავონ თვითცნობიერების უნარი და დახელოვნდნენ
საერთაშორისო პროფესიული თუ ეთიკური სტანდარტების დანერგვაში.
სუპერვიზია ქოუჩის პროფესიული გზის განუყოფელი ნაწილია და ემსახურება სამ ძირითად ფუნქციას:
1. განვითარებითი – ქოუჩინგის უნარების, სტრატეგიებისა და
ეფექტიანობის გაუმჯობესება რეფლექსიური სწავლების გზით.
2. რესურსული – ემოციური და მენტალური მხარდაჭერის გაწევა
სირთულეებთან გამკლავებისთვის და ქოუჩის კეთილდღეობის
შესანარჩუნებლად.
3. ნორმატიული – ეთიკური ნორმების დაცვა და საუკეთესო
პრაქტიკასთან შესაბამისობა.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ მიეღოთ ICF
განგრძობადი ქოუჩინგური განათლების კრედიტები (7.5CCE)
პროგრამა ჩატარდა სერტიფიცირებული სუპერვიზორების ფასილიტაციით:
ეკატერინე ბაბუნაშვილი PCC ICF, ქოუჩთა ტრენერი, სუპერვიზორი და მენტორი. ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი; ICF საქართველოს
პირველი პრეზიდენტი.
შტეფან ბანახი PCC ICF, სუპერვიზორი და სენიორ პრაქტიკოსი EMCC,
განვითარებაზე ორიენტირებული გუნდების ქოუჩი და ფასილიტატორი, ICF საქართველოს ბორდის ყოფილი წევრი.