გიწვევთ ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) გაცნობით ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 28 თებერვალს, 19:00 საათზე.
შეხვედრაზე შეხვდებით ICF საქართველოს პრეზიდენტს, ბორდის წევრებს და სხვა პროფესიონალ ქოუჩებს.
შეხვედრაზე დასწრება საინტერესო იქნება ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია პროფესიონალური ქოუჩინგით, მათ შორის საქართველოში არსებული აკრედიტებული ქოუჩინგური სკოლების კურსდამთავრებულებისთვის.
შეხვედრის ფარგლებში მიიღებთ ინფორმაციას ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) შესახებ:
- ICF - ს წევრობით მიღებულ შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე;
- ICF - ის მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე;
- ქოუჩინგის სფეროს ახალ ტენდენციებზე.
ფორმატი იქნება ინტერაქტიული, რაც საშუალებას მოგცემთ, დასვათ თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები.