მთავარი რეგისტრაცია
ღირებულებები- ტრანსფორმაციული პროცესის საფუძველი
18/05/2024
Zoom

ღირებულებებია ის რისიც გვჯერა, რისიც გვწამს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. ღირებულებების გარკვევა გვეხმარება განვსაზღვროთ თუ ვინ ვართ და როგორი ცხოვრება გვინდა გვქონდეს. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები „კომპასის“ როლს ასრულებს მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებისას, კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღებისას და ასევე კონფლიქტების მოგვარებისას. ღირებულებები, როგორც პიროვნების სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, ადამიანის შინაგანი ტრანსფორმაციული პროცესის საბაზისო კომპონენტია.
ვებინარზე ვისაუბრებთ ღირებულებების მცნებაზე და მის მნიშვნელობაზე პიროვნულ ტრანსფორმაციასა და ღირებულებებზე დაფუძნებული ცხოვრებისეული გზის შექმნაში. ვებინარი წარიმართება ინტერაქციული ფორმატით, გამოყენებული იქნება ჯგუფური პრაქტიკული სავარჯიშოები.

დიანა ფეიქრიშვილი - სერტიფიცირებული ქოუჩი
ეკა ჯაიანი- ACC ICF


ღონისძიებაზე რეგისტრაცია დასრულებულია