✨ AI ქოუჩინგში
შესაძლებლობა, რისკი და პასუხისმგებლიანი გამოყენება ქოუჩინგის პროფესიულ პრაქტიკაში.
✨ ვებინარი იმართება Creative Leadership Hub-ისა და The Sakartvelo Chapter of ICF-ის პარტნიორობის ფარგლებში.
ვებინარიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება The Sakartvelo Chapter of ICF-ის განვითარებასა და მისი საქმიანობის გაძლიერებას.
✨ვებინარის შესახებ:
კლიენტები უკვე საუბრობენ AI-სთან თავიანთ მიზნებზე, გრძნობებსა და დანიშნულებაზე. ეს კურსი გეხმარებათ, გაიგოთ, როგორ მუშაობს AI სინამდვილეში, რეალური ქეისებით დაინახოთ მისი რისკები და ისწავლოთ, როგორ გამოიყენოთ ის პრაქტიკაში ეთიკურად და კონფიდენციალურობის დაცვით.
✨ვისთვისაა:
პრაქტიკოსი ქოუჩები, რომლებიც უკვე იყენებენ AI-ს ან სურთ, რომ ის ქოუჩინგში გამოიყენონ.
რას ვისწავლით:
რა არის AI და რატომ ახლა: ჰარარის Nexus-ის ჩარჩო, როგორ მუშაობს AI და რატომ ცდება.
როცა AI ზიანს აყენებს: Amazon, Air Canada, NEDA, Samsung, Deloitte - რა მოხდა და რატომ.
პასუხისმგებლიანი გამოყენება: ოთხი პრინციპი ყოველდღიური პრაქტიკისთვის.
AI ქოუჩის პრაქტიკაში: „შუქნიშანი“ - თავისუფლად, თანხმობით, არასდროს.
კლიენტის კონფიდენციალურობა: თანხმობა, კოდირება, ანონიმიზაცია, ხელსაწყოს პარამეტრები.
ICF-ის მოთხოვნები: ეთიკის კოდექსის სტანდარტი 2.5 და AI ქოუჩინგის ჩარჩო.
პრაქტიკული სავარჯიშოები: „ფრომფთები“, AI კლიენტის როლში, ცხოვრების აუდიტი.
✨რას წაიღებთ:
გაიგებთ, როგორ მუშაობს AI და სად არის მისი საზღვრები.
გეცოდინებათ, როგორ დაიცვათ კლიენტის კონფიდენციალურობა და ICF-ის ეთიკა.
გექნებათ მზა „ფრომფთები“ და პირველი ნაბიჯები AI-ის პრაქტიკაში გამოყენების.
წამყვანი:
რუსუდან (რუსკა) თამაზაშვილი- ICF ACC Executive Coach, 12+ წლის საერთაშორისო HR გამოცდილებით. GBSB-ის დოქტორანტი, კვლევს AI-ზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას.
გაიცემა სერთიფიკატი 2 CCE ქულით.