თქვენი ემოციური ინტელექტის გზამკვლევი
პრაქტიკული სამუშაო შეხვედრები — თვითშემეცნებიდან გააზრებულ ცვლილებებამდე
გთავაზობთ პრაქტიკულ თვითშემეცნების კურსს, რომელიც დაგეხმარებათ ემოციური ინტელექტისგანვითარებაში, შინაგანი მოტივებისა და ღირებულებებისაღმოჩენასა და მათთან თანხვედრაში გააზრებულიარჩევანის გაკეთებაში — პირად ცხოვრებაში, ურთიერთობებსა თუ ლიდერობაში.
რას მოიცავს კურსი?
• ემოციური ცნობიერება — შეძლებთ ემოციებისამოცნობას, მათთვის სახელის დარქმევასა და იმინფორმაციის გააზრებას, რომელსაც ისინი თქვენსსაჭიროებებსა და შინაგან მდგომარეობაზეგვაწვდიან.
• თვითრეგულაცია — აღმოაჩენთ სივრცეს ემოციასა დარეაქციას შორის, რომელიც გააზრებული არჩევანისგაკეთების საშუალებას მოგცემთ.
• შინაგანი მოტივები და ღირებულებები — გამოიკვლევთ რწმენებს, საჭიროებებსა დაღირებულებებს, რომლებიც თქვენსგადაწყვეტილებებსა და ქცევებზე ახდენს გავლენას.
• გააზრებული გადაწყვეტილებები — განივითარებთემოციური ინფორმაციისა და რაციონალურიაზროვნების გაერთიანების უნარს. დააკვირდებით, რამდენად არის თქვენი ყურადღება დაბალანსებულიგულის კარნახსა და გონების ლოგიკას შორის.
• ურთიერთობები და ემპათია — გაიღრმავებთმოსმენის, გულწრფელი კომუნიკაციისა და ჯანსაღისაზღვრების ჩამოყალიბების უნარებს.
ვისთვის არის კურსი?
კურსი განკუთვნილია:
• ქოუჩებისთვის — თვითშემეცნების გასაღრმავებლადდა პროფესიული კომპეტენციების განსავითარებლად.
• ლიდერებისა და მენეჯერებისთვის — ემოციურიცნობიერებისა და ადამიანებთან ეფექტიანიურთიერთობის უნარების გასავითარებლად.
• აღმასრულებელი რგოლისწარმომადგენლებისთვის — გააზრებულიგადაწყვეტილებებისა და ჯანსაღი ლიდერულიურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
• პიროვნული განვითარებით დაინტერესებულიადამიანებისთვის — საკუთარი თავის უკეთშესაცნობად და სასურველი ცვლილებებისდასაწყებად.
თქვენი პირადი სამუშაო დღიური
კურსისთვის სპეციალურად შექმნილია სამუშაო დღიური, რომელიც თქვენი თვითშემეცნების პროცესისმნიშვნელოვანი თანამგზავრი იქნება.
ის აერთიანებს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რეფლექსიისკითხვებსა და საინტერესო ისტორიებს. შეძლებთ მასშისაკუთარი ფიქრების, ემოციების, პირადი აღმოჩენებისადა მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირებას.
ეს თქვენი პირადი სივრცეა, სადაც მიღებული ცოდნასაკუთარ გამოცდილებას უკავშირდება, ხოლოგაცნობიერება — ცვლილების საფუძველი ხდება.
კურსის ფორმატი
• 9 პრაქტიკული ონლაინ სამუშაო შეხვედრა — თითოეული 2 საათი;
• 2 ინდივიდუალური ქოუჩინგ-სესია — თითოეული 30 წუთი;
• ინდივიდუალური ან ჯგუფური ფორმატი (ჯგუფშიმაქსიმუმ 12 მონაწილე);
• სწავლების ენა — ქართული;
• ინდივიდუალური ქოუჩინგ-სესიების დრო შეთანხმდებაცალკე.
შეხვედრების განრიგი
2026 წლის დეკემბერი – 2027 წლის იანვარი | ონლაინ
შეხვედრები გაიმართება 20:00–22:00 საათამდე.
№ თარიღი კვირის დღე
1 10 დეკემბერი, 2026 ხუთშაბათი
2 15 დეკემბერი, 2026 სამშაბათი
3 17 დეკემბერი, 2026 ხუთშაბათი
4 22 დეკემბერი, 2026 სამშაბათი
5 24 დეკემბერი, 2026 ხუთშაბათი
6 29 დეკემბერი, 2026 სამშაბათი
7 5 იანვარი, 2027 სამშაბათი
8 12 იანვარი, 2027 სამშაბათი
9 16 იანვარი, 2027 შაბათი
სერტიფიკატი და პროფესიული განვითარება
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათკურსის დასრულების სერტიფიკატი.
ქოუჩებს ექნებათ შესაძლებლობა, დააგროვონ 19 CCE ქულა უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში.
ფასი: ჯგუფური პროგრამა 850 ლარი
ინდივიდუალური პროგრამა 1450 ლარი
დაიწყეთ ცვლილება საკუთარი თავის შეცნობით
ნამდვილი ცვლილება იწყება საკუთარი თავის უკეთგაცნობით, გულწრფელი სურვილებისა და ღირებულებებისაღმოჩენით და მათთან თანხვედრაშიგადაწყვეტილებების მიღებით.
რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებით დეტალებზე
მეტი გაცნობიერება. მეტი არჩევანი. მეტი თანხვედრასაკუთარ ღირებულებებთან.