კომპეტენცია 7 - აღვიძებს ცნობიერებას
✨როგორ იქმნება ქოუჩსესიაზე სივრცე, სადაც კლიენტი სცდება ჩვეული აზროვნების ფარგლებს, იკვლევს საკუთარ ემოციებს, ღირებულებებსა და რწმენა-წარმოდგენებს, აღმოაჩენს ახალ პერსპექტივებს და აფართოებს საკუთარი თავისა და არსებული ვითარების აღქმას.
✨შეხვედრაზე რეალური ქოუჩინგური მაგალითების საფუძველზე გავაანალიზებთ მე-7 კომპეტენციის PCC მარკერებს, მათი გამოვლენის მტკიცებულებებს, საწინააღმდეგო მტკიცებულებებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
✨ვებინარის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს განგრძობადი ქოუჩინგური განათლების 3 ერთეულით (3 CCEU).
ICF-ის საქართველოს ჩაპტერის წევრებისთვის მონაწილეობა უფასოა.