მთავარი რეგისტრაცია
აისიეფი შენს ქალაქში - ზესტაფონი
10/11/2026 - 18:00
საპოვნელა ზესტაფონი, დემეტრე ტავდადებულის 1 შესახვევი #5,Zestafoni, Georgia, 2000

ჩემი იდენტობა დიაგნოზს მიღმა

ვინ ვარ მე იმ წარმოდგენების, შეზღუდვებისა და ჩარჩოების მიღმა, რომლებიც საკუთარ თავს შევუქმენი?

დიაგნოზი შეიძლება გახდეს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი გამოცდილება, მაგრამ ის არ განსაზღვრავს ჩვენს სრულ იდენტობას, შესაძლებლობებსა და მომავალს.

ხშირად ყველაზე ძლიერი შეზღუდვები არა მხოლოდ რეალობიდან, არამედ ჩვენი საკუთარი რწმენა-წარმოდგენებიდან მოდის. ვახდენთ საკუთარი თავის აღქმას გარკვეული იარლიყების, გამოცდილებისა და შეზღუდვების პრიზმაში და თანდათან ვავიწროვებთ იმ შესაძლებლობების სივრცეს, რომელშიც შეგვიძლია ცხოვრება.

ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, დავაკვირდეთ საკუთარ შინაგან ჩარჩოებს, ამოვიცნოთ შემზღუდველი რწმენები და გავაცნობიეროთ, რამდენად განსაზღვრავს ისინი ჩვენს არჩევანს, გადაწყვეტილებებსა და საკუთარი თავის აღქმას.

ჩვენ არ ვცვლით რეალობას მხოლოდ სურვილით — ჩვენ ვცვლით მასთან ურთიერთობის ხედვას და ვაფართოებთ მოქმედების შესაძლებლობებს.

ქოუჩინგური მუშაობის ფარგლებში შევეცდებით:

  • გავიაზროთ, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს დღეს და ახლა;
  • ამოვიცნოთ რწმენები და შინაგანი შეზღუდვები, რომლებიც ჩვენს შესაძლებლობებს ზღუდავს;
  • გავმიჯნოთ რეალური მოცემულობა და მის შესახებ ჩვენი ინტერპრეტაციები;
  • აღმოვაჩინოთ საკუთარი ღირებულებები, რესურსები და შესაძლებლობები;
  • შევქმნათ საკუთარი თავის ახალი ხედვა და ცხოვრების ახალი სცენარი.

მთავარი კითხვაა: თუ ჩემი ცხოვრება ფილმია, ვინ წერს მის სცენარს — ჩემი შიშები, ჩემი დიაგნოზი, წარსული გამოცდილება თუ მე თავად?

შეხვედრის მიზანია, მონაწილემ დაინახოს საკუთარი თავი არა მხოლოდ იმის მიხედვით, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, არამედ იმის მიხედვითაც, თუ ვინ არის, რა შეუძლია, რა სურს და რა მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს საკუთარი ცხოვრების შექმნა.

შენ არ ხარ მხოლოდ შენი ისტორია. შენ ხარ მისი ავტორიც, რეჟისორიც და მომავალი იდენტობის შემქმნელიც.


ღირებულება
20.00
92.42
5.76
₾
$
€
რეგისტრაცია
სახელი, გვარი
ასაკი
პროფესია
მობილურის ნომერი
ელ. ფოსტა
ვერიფიკაციის მეთოდი
დასწრება
გაგრძელება