✨ პიროვნების მთლიანობასთან მუშაობა | NY Edition
ინტერაქციული ვორკშოპი ქოუჩებისთვის
როგორ ვმუშაობთ ქოუჩინგში არა მხოლოდ იმაზე, თუ რისი მიღწევა სურს კლიენტს, არამედ იმაზეც, თუ ვინ არის ის, როგორ აღიქვამს საკუთარ თავს და რა ისტორიას ჰყვება საკუთარ თავზე?
ნიუ-იორკის ქუჩებში აღმოჩენილი არტეფაქტები და მათ მიღმა არსებული ადამიანური ისტორიები ამჯერად ქოუჩინგის ახალი პერსპექტივების აღმოჩენის შთაგონებად იქცევა.
120-წუთიან რეფლექსიურ მოგზაურობაში მონაწილეები:
✨ გამოიკვლევენ პიროვნების „ვინ“ დონეზე მუშაობის შესაძლებლობებს;
✨ მიკროჯგუფებში იმუშავებენ არტეფაქტებსა და მათ მიღმა არსებულ ადამიანურ ისტორიებზე;
✨ ICF-ის ძირეულ კომპეტენციებზე დაყრდნობით შექმნიან ტრანსფორმაციულ ქოუჩინგურ კითხვებს;
✨ ერთობლივად შეიმუშავებენ კითხვების ბანკს, რომელსაც შემდგომ საკუთარ ქოუჩინგურ პრაქტიკაში გამოიყენებენ.
✨ ვორკშოპის ავტორი და წამყვანი: ეკატერინე ბაბუნაშვილი, PCC, CSS ICF
✨ 14 ნოემბერი, 2026
✨13:00–15:00 (საქართველოს დროით)
✨ფორმატი: ონლაინ, Zoom
✨ მონაწილეთა რაოდენობა: 15
✨ვისთვის: ICF Sakartvelo Chapter წევრებისთვის
მონაწილეობა შეეძლება პირველ 15 რეგისტრირებულ მსურველს.
✨მოდით ცნობისმოყვარეობით — აღმოვაჩინოთ ახალი კითხვები, პერსპექტივები და შესაძლებლობები ქოუჩინგში
ICF საქართველოს წევრებისთვის მოქმედებს ფიქსირებული ტარიფი — 25 ლარი, რომელიც სრულად მოხმარდება ჩაფთერის განვითარებას.
აღნიშნული თანხა არ ასახავს ვორკშოპის კომერციულ ღირებულებას ან ფასილიტატორის ჰონორარს. ეს არის მონაწილეთა სიმბოლური კონტრიბუცია ჩაფთერის განვითარების ინიციატივების მხარდაჭერისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის.