მთავარი რეგისტრაცია
საქართველო - ICF Eastern Europe & Nordic-Baltic Chapter Leaders Forum, 2026-ის მასპინძელი ქვეყანა!
28/09/2026
თბილისი მარიოტი

საქართველო - ICF Eastern Europe & Nordic-Baltic Chapter Leaders Forum, 2026-ის მასპინძელი ქვეყანა!
28 სექტემბერი, პირველი სამუშაო დღე | თბილისი, საქართველო.
ფორუმის პირველი სამუშაო დღე გახსნა Jihane Labib, MCC, ACTC - Chair ICF Professional Coaches, თემით „Turning Global Vision into Local Impact“.
როგორ გარდაიქმნება ICF-ის გლობალური ხედვა კონკრეტულ ცვლილებებად სხვადასხვა ქვეყანაში? რა როლი აქვთ ამ პროცესში ადგილობრივ ჩაპტერებს?
სწორედ ამ საკითხებს შეეხო ქალბატონი ჯიჰან ლაბიბი თავის გამოსვლაში. საერთაშორისო სტანდარტები და საერთო ღირებულებები პროფესიონალური ქოუჩინგის განვითარების საფუძველია, თუმცა თითოეულ ქვეყანას თავისი საჭიროებები, გამოწვევები და შესაძლებლობები აქვს.
ადგილობრივი ჩაპტერი ხელს უწყობს ქოუჩების განვითარებას, ქოუჩინგის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას და პროფესიის მიმართ ნდობის განმტკიცებას.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ქოუჩინგის განვითარება პროფესიული საზოგადოების ზრდაზე ბევრად მეტს ნიშნავს. მისი რეალური ღირებულება ადამიანების თვითშემეცნების გაღრმავებაში, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ორგანიზაციებში ლიდერობის ხარისხის გაუმჯობესებასა და ცვლილებების მართვაში, ხოლო საზოგადოებაში - პასუხისმგებლიანი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებაში ვლინდება.
ICF-ის გლობალური ხედვა სწორედ თითოეული ქვეყნის ადგილობრივი ჩაპტერის საქმიანობით იძენს კონკრეტულ მნიშვნელობას.
Georgia - Host Country of the ICF Eastern Europe & Nordic-Baltic Chapter Leaders Forum, 2026!
September 28 | Tbilisi, Georgia
The first working day of the Forum opened with Jihane Labib, MCC, ACTC - Chair ICF Professional Coaches, presenting “Turning Global Vision into Local Impact.”
How can ICF’s global vision be translated into meaningful change in different countries? What role do local chapters play in this process?
These were the key questions addressed by Jihane Labib in her presentation. International standards and shared values provide the foundation for the development of professional coaching, yet every country has its own needs, challenges, and opportunities.
Local chapters support coaches’ professional development, raise public awareness of coaching, and strengthen trust in the profession.
Why does this matter?
Advancing coaching means much more than growing the professional community. Its real value can be seen in helping people deepen their self-awareness, recognize their potential, and make informed decisions; in improving leadership and managing change within organizations; and in fostering responsible, collaborative relationships across society.
ICF’s global vision gains real meaning through the work of local chapters in each country.

ღონისძიებაზე რეგისტრაცია დასრულებულია