სპეციალურად ICF საქართველოს წევრი ქოუჩების პროფესიული ზრდისა და წარმატების მხარდასაჭერად, პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში ICF საქართველო უკვე მესამე წელია ატარებს ACC/PCC საერთაშორისო გამოცდის მოსამზადებელ პროგრამას.
პროგრამის მიზანია ჩაფთერის წევრების გაძლიერება ცოდნით, უნარებითა და თავდაჯერებულობით სერტიფიცირების გზაზე.
პროგრამა მოიცავს:
• გამოცდის სტრუქტურისა და რეგისტრაციის დეტალებს.
• ეთიკის კოდექსისა და ძირეული კომპეტენციების სიღრმისეულ გაგებაზე მსჯელობას.
• კონტრაქტირების ძირითად ელემენტებს.
• გადამისამართების საჭიროების ნიშნების იდენტიფიცირებას.
• გამოცდის მსგავს მაგალითებზე გუნდურ და ინდივიდუალურ მუშაობას.
კურსს უძღვებიან:
ირმა გურამიშვილი PCC ICF საქართველოს პრეზიდენტი.
სოფიო ნანიტაშვილი ACC ICF საქართველოს ბორდის წევრი პროფესიული განვითარების მიმართულებით