დამოუკიდებელი კონსულტანტი სოციალური ეფექტიანობის საკითხებში
The Art & Science of Coaching Advanced (Level 2) — Erickson Coaching International
ნატალიას აქვს 29 წლიანი სამუშაო გამოცდილება განათლების, ტელეკომუნიკაციების და ენერგეტიკის სფეროში. მას აქვს ფართო ხედვა ორგანიზაციულ პროცესებზე და დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობაზე. სპეციალიზირებულია სოციალური ეფექტიანობის მიმართულებით გლობალურ ენერგეტიკულ ინდუსტრიაში, ხელმძღვანელობდა კომპლექსურ პროექტებს, ოპერაციებს, სოციალური ინვესტირების მართვასა და პროფესიული უნარების განვითარებას მრავალი ქვეყნის მასშტაბით. მუშაობდა სოციალურ-ეკონომიკური რისკების მართვის გაძლიერებაზე, სოციალური ეფექტიანობის გლობალური სტანდარტების ამაღლებაზე და სხვადასხვა ქვეყანასა და ბიზნესს შორის ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებაზე. აქვს მაღალი რგოლის მენეჯერულ და სტრატეგიულ პოზიციებზე მუშაობის და მენტორობის გამოცდილება, ფლობს პრაქტიკულ ცოდნას გლობალური ჩარჩოების, პოლიტიკებისა და სახელმძღვანელოების შექმნა-დანერგვაში. ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასოციაციებსა და ბიზნესებს აწვდის სოციალური ეფექტიანობის საკონსულტაციო მომსახურებას. ამასთანავე, არის ერიქსონის პროფესიონალი ქოუჩი, მუშაობს ბიზნესის და ლიდერობის მიმართულებით.