მთავარი მოძებნე ქოუჩი კონტაქტი
მთავარი მოძებნე ქოუჩი თეონა მელაშვილი
თეონა მელაშვილი
ცხოვრებისეული ქოუჩინგი, ტრანსფორმაციული ქოუჩინგი, ბიზნეს ქოუჩინგი
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
teona.coach.melashvili@gmail.com
+995 598380795
სამუშაო ადგილი

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

აკრედიტაცია
განათლება ქოუჩინგში

ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადგიმა ქოუჩინგ ლაბ

პრაქტიკა/საათები ქოუჩინგში
35+
დამატებითი ინფორმაცია

თეონას ინტერესის სფერო მოიცავს პიროვნული ტრანსფორმაციის ჰოლისტურ მიდგომებს, რაც აერთიანებს აღმოსავლურ სულიერ პრაქტიკებსა და თანამედროვე ფსიქო-ემოციურ ტექნიკებს. 

მოკლე ბიოგრაფია

თეონა მელაშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამედიცინო სკოლის აკადემიური მენეჯერი მრავალწლიანი გამოცდილებით საერთაშორისო სამედიცინო განათლების მართვისა და სტუდენტთა აკადემიური მხარდაჭერის მიმართულებით. მოწვეული ლექტორის ამპლუაში მან შექმნა ინტერდისციპლინური კურსი, რომელიც აერთიანებს საჯარო პოლიტიკასა და მედიცინას. მისი სწავლების მიდგომა ფოკუსირებულია ინოვაციურ და შემოქმედებით მიდგომებზე, რეალური პრობლემების გადაჭრაზე და სტუდენტების კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.
გარდა აკადემიური საქმიანობისა, მას აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მონაწილეობდა ევროკავშირის ინტეგრაციის პოლიტიკის კვლევასა და მიმდინარე პროექტების თარგმნაში.
აგრეთვე, თავისუფალ უნივერსიტეტში (Future Diplomats’ Club) სტაჟირების ფარგლებში, სოციალური მედიისთვის იგი ქმნიდა საგანმანათლებლო კონტენტს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მიმართულებით.
განათლებით იგი არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი და განათლების მეცნიერების დოქტორანტი. მისი საკვლევი თემა უკავშირდება ცოდნის ტრანსფერის ხელშემწყობი ფაქტორების ანალიზს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შრომით ორგანიზაციაში.