საერთაშორისო ორგანიზაციის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი
„საორსა კონსალტინგის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი
ბიზნეს კონსულტანტი და ბიზნეს ქოუჩი
ლიდერობის ახალი პარადიგმა - International Business Coaching University
ბიზნესებთან, დამფუძნებლებთან და დირექტორებთან მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება; ახალგაზრდა და ქალ მეწარმეების ხელშეწყობა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში.
ლელა არის მაღალი კომპეტენციის მქონე პროექტების მართვის სპეციალისტი, რომელსაც ამ სფეროში 15 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მისი ექსპერტიზა მოიცავს მსხვილი პროექტების სრულ ციკლს - ინიცირებიდან წარმატებულ იმპლემენტაციამდე.
მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ბიზნესების მხარდაჭერა საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და საერთაშორისო მასშტაბირებაში. ლელას პროფესიული ხელწერა გუნდების გაძლიერებასა და ინოვაციური იდეების წახალისებაზე გადის, რაც ორგანიზაციულ დონეზე პოზიტიური გავლენის შექმნას ემსახურება.
პროფესიული საქმიანობის პარალელურად, იგი არის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ენთუზიასტი და ქალთა მეწარმეობის აქტიური მხარდამჭერი.