კერძო ბიზნესი
Erickson Coaching International
თამთა ხოლუაშვილი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ადამიანის ფსიქოლოგიისადმი ინტერესმა თამთა ქოუჩინგისკენ მიიყვანა, რის შემდეგაც მან Erickson International Coaching School-ის პროფესიონალური პროგრამა გაიარა. გარდა ამისა, იგი არის ნეიროგრაფიკის პრაქტიკოსი და ენეაგრამის მასტერი.
თავის სამუშაო პროცესში თამთა ერთმანეთთან აერთიანებს სტრუქტურას, სიღრმესა და ინტუიციას. იგი ადამიანებს საკუთარი თავის უკეთ შეიცნობასა და სასურველი ცვლილებების განხორციელებაში ეხმარება.