ICF საქართველოს ჩაპტერის პრეზიდენტი;
დამოუკიდებელი სპეციალისტი, ექსპერტი.
“The Art & Science of Coaching” ACTP (level 2) - Erickson International
Health- Coach program - Erickson International
ირმა გურამიშვილი საქართველოში პირველი ექიმია, რომელმაც თავის საექიმო - ნუტრიციოლოგიურ პრაქტიკაში შეიტანა ქოუჩინგური კომპეტენციები და უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით მუშაობს ამ მიმართულებით.
გარდა ამისა, ის არის პიროვნული და ლიდერული უნარების განვითარების ქოუჩი.
ინდივიდუალური სესიებით ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ თვითშემეცნება, გაიაზრონ წინააღმდეგობები, წინ წამოწიონ ღირებულებები, აიმაღლონ თვითშეფასება, საკუთარ თავში აღმოაჩინონ პოტენციალი, ახლებურად დაინახონ საქმიანობა, კარიერა.
ირმას აქვს ფარმაცევტულ სფეროს წამყვან პოზიციებზე 23 წლიანი მუშაობის გამოცდილება და არის ამ სფეროს ექპერტი (მარკეტინგი, გაყიდვები, ბაზრის ანალიზი, ახალი პროდუქტის ლონჩი, კომპანიის გუნდის განვითრება, კომპანიის შიგნით კარიერული ზრდა).
აქვს რამდენიმე საავტორო პროგრამა:
“სტრატეგიული მარკეტინგი”.
“ჰოლისტიკური ნუტრიციოლოგია და ქოუჩინგი“
“კარიერა ფარმაცევტულ კომპანიაში”.