მთავარი მოძებნე ქოუჩი კონტაქტი
გოჩა ხუნდაძე
პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ქოუჩი
სამუშაო ენა: ქართული, რუსული
gochamedia@gmail.com
+995 599396047
სამუშაო ადგილი

დამოუკიდებელი სპეციალისტი

აკრედიტაცია
განათლება ქოუჩინგში

Coaching Up University – International Coach

პრაქტიკა/საათები ქოუჩინგში
200+
დამატებითი ინფორმაცია

გოჩა 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტიკასა და საქველმოქმედო სექტორში.

მოკლე ბიოგრაფია

გოჩა უძღვება ინდივიდუალურ და ჯგუფურ სესიებს, სადაც მთავარი ფოკუსი კეთდება გაცნობიერებაზე — როგორც ეფექტურ საშუალებაზე პირადული და ორგანიზაციული გამოწვევების გააზრებისა და დაძლევისთვის.

მას ჩატარებული აქვს 200 + ქოუჩინგის სესია და ვორქშოპი სამედიცინო, სოციალურ, საქველმოქმედო და არასამთავრობო სექტორებში შემდეგი მიმართულებებით: გუნდის განვითარება, ქალთა გაძლიერება, სტრესის მართვა, კომუნიკაციის გაუმჯობესება.

გოჩას ინდივიდუალური სესიები გამოირჩევა ნდობის მაღალი დონით და სიღრმით, სადაც ადამიანი საკუთარ სიტუაციაში უფრო მკაფიო ხედვას იძენს.

აპრობირებული აქვს საავტორო პროგრამები:

1. „სიცხადე სჭირდება ყველას!“, რომელიც მიზნად ისახავს მხარდაჭერას გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და შინაგანი სტაბილურობის მიღწევაში.

2. “გაცნობიერება, როგორც შიდა ცვლილებების პროცესი”— განკუთვნილია ქალთა გაძლიერებისა და სათემო მობილიზაციის ხელშეწყობისთვის.