შპს მაინდმეთერს ჯორჯია, დამფუძნებელი, დირექტორი
The art and science of coaching certification - Erickson professional coach
The advanced course of The art and science of coaching
ტრანსფორმაციული თამაშებისა და პროგრამების ავტორი და წამყვანი,
ექიმი, ბიორეზონანსული თერაპიის სპეციალისტი, ტრენერი, მენტორი, პიროვნული განვითარების სპეციალისტი
იას აქვს 12 წლიანი გამოცდილება პიროვნული განვითარების სფეროში, სადაც საკუთარ პრაქტიკაში წარმატებით ნერგავს ქოუჩინგურ კომპეტენციებსა და ბიორეზონანსული თერაპიის ინოვაციური მიდგომებს.
ინდივიდუალური სესიებით ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ თვითშემეცნება, აღმოაჩინონ პიროვნული და ფუნდამენტური ღირებულებები, გაიაზრონ კარმა და მისია, აიმაღლონ თვითშეფასება, განავითარონ ემოციური ინტელექტი და საკუთარ თავში აღმოაჩინონ პოტენციალი.
აქვს რამდენიმე საავტორო პროგრამა:
"გამოღვიძება" - თვითშემეცნების, პიროვნული ზრდისა და სულიერი ევოლუციის პროგრამა.
"მოგზაური" - მიზნების აღმოჩენისა და მიღწევის პროგრამა.
ასევე არის ტრანსფორმაციული თამაშების ავტორი და წამყვანი: "სულის სავანე", "წითელი ჩადრი" და "ევოლუციის ციკლები".