EY
The New Leadership Paradigm (ICF level 1, IBCU); Team Coaching (Clutterbuck);
ბიზნესის მხარდაჭერის მომსახურებების ხელმძღვანელი / ადამიანური კაპიტალის განვითარების გუნდის ხელმძღვანელი
ბიზნეს ქოუჩინგის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურატორი
ქეთი არის EY საქართველოს ბიზნესის მხარდაჭერის მომსახურებებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების გუნდის ხელმძღვანელი. მისი გამოცდილება 20 წელზე მეტს ითვლის ადამიანური კაპიტალის შერჩევისა და განვითარების, ტალანტის ჩართულობის, შიდა კომუნიკაციისა და თანამშრომელთა კარიერული წინსვლის მიმართულებით. მას აქტიური როლი მიუძღვის ორგანიზაციის სხვადასხვა სტრატეგიული პროექტის შემუშავებაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში, ორგანიზაციული ცვლილებების მართვასა და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებაში.
ქეთი არის „ბიზნეს ქოუჩინგი - ლიდერობის ახალი პარადიგმა“ (2024 წ.) სერტიფიცირებული ქოუჩი, ქოუჩინგის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBCU) კურატორი და ICF ACC აპლიკანტი.
ქეთის ქოუჩინგის კლიენტების უმრავლესობას ბიზნეს-საკონსულტაციო სფეროს საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები წარმოადგენენ (70+ საათი)