მთავარი მოძებნე ქოუჩი კონტაქტი
მთავარი მოძებნე ქოუჩი ნინო გვარამაძე
ნინო გვარამაძე
ტრენერი, ქოუჩი, ენეაგრამა კონსულტანტი
ზოგადი
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
gvaramadzenino@yahoo.com
+995 599447755
სამუშაო ადგილი

TP Georgia

აკრედიტაცია
განათლება ქოუჩინგში

Erickson Coaching International

6 Seconds Emotional Intelligence Network  სერტიფიცირებული ქოუჩი

პრაქტიკა/საათები ქოუჩინგში
200+ საათი
დამატებითი ინფორმაცია

აღმასრულებელი ქოუჩი/ტრენერი — TP (Teleperformance)

მოწვეული ტრენერი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში

https://www.youtube.com/@ShiftPodcasts  დამფუძნებელი და წამყვანი


მოკლე ბიოგრაფია

20+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით სხვადასხვა სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციაში.
ჩემი საქმიანობა ყოველთვის ემსახურებოდა და კვლავ ემსახურება ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ინდივიდები და გუნდები შეძლებენ ზრდასა და განვითარებას. მე მჯერა, რომ ადამიანი ყველაზე ღირებული ფასეულობაა და წარმატებაც იქ იწყება, სადაც ჩვენ ვქმნით პოზიტიურ გარემოს და პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების საშუალებას.
ჩემი საქმიანობა მოიცავს ლიდერობისა და მართვის უნარების გაძლიერებას, ინდივიდუალურ თუ გუნდურ ქოუჩინგსა და ენეაგრამა დიაგნოსტიკას.
ქოუჩინგისა და სტრატეგიული ტრენინგების კომბინაციით, მე ვეხმარები ორგანიზაციებს გააძლიერონ მათი გუნდის დინამიკა, გააუმჯობესონ კომუნიკაცია და შექმნან წინსვლის ტენდენცია, რომელიც იქნება მდგრადი და სტაბილური.
ჩემი მიზანია, გავაცნობიერებინო ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს მათი რეალური შესაძლებლობები და განსაკუთრებული მხარეები. დავანახვო სად და როგორ შეიძლება ენერგიის ინვესტირება, რომელიც იქნება ეფექტური და ეფექტიანიც, მნიშვნელოვანი და შედეგიანი.
გარდა ამისა, ჩემი გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით მე შემიძლია დავეხმარო ორგანიზაციებს მომსახურების, კომუნიკაციის სისტემისა და სტანდარტის შემუშავებაში, რაც უზრუნველყოფს ხარისხს და მუდმივ წინსვლას, ინოვაციასა და კრეატიულობას.
ვიქნები ტრენერი, ქოუჩი თუ გუნდის ლიდერი, ჩემი მისია მარტივია: გავუღვივო ადამიანებსა და ორგანიზაციებს შთაგონება, მივცე ინსპირაცია, რომელიც ტრანსფორმაციით, ზრდითა და პოზიტიური ცვლილებებით სრულდება.