საკონსულტაციო კომპანია ფინანსური ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი, ჯიპას ასოცირებული პროფესორი, კლერმონის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. დამფუძნებელი და მოხალისე საქველმოქმედო ფონდში “ერთად შევცვალოთ სამყარო".
Erickson International
შალვა ახრახაძე არის ბიზნეს ქოუჩი, რომელსაც მაღალი რანგის ლიდერებთან, დამფუძნებლებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობის ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მისი ქოუჩინგის მიდგომა დაფუძნებულია საერთაშორისო აღიარებულ მეთოდოლოგიებზე და ბიზნესის ღრმა ცოდნაზე, რაც ქმნის გარემოს სტრატეგიუგლი ხედვის ჩამოყალიბებისათვის და მკაფიო გადაწყვეტილებების მიღებისთვის. შალვა ეხმარება მენეჯერებს მართონ კომპლექსური სიტუაციები, შეაფასონ ღირებულების შექმნის გზები და დაგეგმონ მათი პრაქტიკაში განხორციელება - რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესში, ისე ცხოვრებაში.