მთავარი მოძებნე ქოუჩი კონტაქტი
მთავარი მოძებნე ქოუჩი ნინო ლორთქიფანიძე
ნინო ლორთქიფანიძე
სერტიფიცირებული ქოუჩი
Certified Professional Coach (CPC); Certified Life Coach/COR.E Transitions Dynamics; Energy Leadership Index Master Practitioner.
Nino.Lortkipanidze@ec.sommet-education.com
+995 571350015
სამუშაო ადგილი

ITA საერთაშორისო ტურიზმის აკადემია თანადამფუძნებელი; Sommet Education წარმომადგენელი საქართველოში; Glion & Les Roches პარტნიორი საქართველოში;

აკრედიტაცია
განათლება ქოუჩინგში

Certified Professional Coach (CPC); Certified Life Coach/COR.E Transitions Dynamics; Energy Leadership Index Master Practitioner.

პრაქტიკა/საათები ქოუჩინგში
300 სთ
დამატებითი ინფორმაცია

ნეირო-ლინგვისტური პროგრამების სერტიფიცირებული პრაქტიკოსი; ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება ფსიქოთერაპიაში.

მოკლე ბიოგრაფია

ნინო ლორთქიფანიძე - ITA თანადამფუძნებელი; ნინო არის მიზანდასახული/შედეგზე ორიენტირებული ლიდერი. კომპანიაში, მისი ყოვედღიური და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობის წარმატების, ქვაკუთხედია მისი ათწლიანი გამოცდილება განათლების სფეროში და მისი აკადემიურ ცოდნა საერთაშორისო სამართლის კუთხით.მას გააჩნია ფართო გამოცდილება საჯარო სფეროში წარმატებით საქმიანობის მიმართულებითაც. თანადამფუძნებლის როლში მისი ამჟამინდელი საქმიანობა საერთაშორისო ტურიზმის აკადემიაში (ITA), ეფუძნება მისსავე ცოდნას სამართლის სფეროში და მის ძალისხმევას განავითაროს განათლებისა და პროფესიული წინსვლის მიმართულებები.

იურიდიულ განათლებასთან ერთად ნინომ, როგორც სერტიფიცირებულმა ტრენერმა და IPEC ქოუჩმა გაიღრმავა მისი პროფესიული უნარები ნეირო-ლინგვისტურ პროგრამებში მიღებული სერტიფიცირების გზით. კვალიფიკაციის ამაღლების მოცემულმა კურსებმა გააძლიერა მისი ლიდერული უნარები და ხელი შეუწყო განათლების სფეროში პოზიტიური ცვლილებების შეტანას. განათლების სფეროში დადებითი ცვლილებების შეტანის მიზნით, ნინოს და მისი პარტნიორის მიერ 2019 წელს დაფუძნდა საერთაშორისო ტურიზმის აკადემია (ITA). ამ ჯგუფის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ განათლების მენეჯმენტისა და საკონსულტაციო სფეროებით, იგი გახლავთ ცვლილების კატალიზატორი.
ნინოს ლიდერული უნარების შედეგად შესაძლებელი გახდა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, აგრეთვე საჯარო და კერძო წარმომადგენლობებთან. საქმიანობის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დასავლური, მაღალი დონის განათლებაზე წვდომა ყველა დაინტერესებული-მაძიებელი პირისათვის.