ნიკო ლიდერებს, მენეჯერებსა და გუნდებს ეხმარება ჯანსაღი და ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნაში. ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფორმატში მუშაობს: სტრესის მართვაზე, უკუკავშირის კულტურაზე, საჯარო გამოსვლაზე, გუნდებში თანამშრომლობაზე და ლიდერობის განვითარებაზე. მისი მიდგომა აერთიანებს ადამიანებთან მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს ცოდნას, საერთაშორისო განათლებას და ძლიერ მეთოდოლოგიურ საფუძველს. ხუთი ენის ფლობა, ხუთ ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება და უწყვეტი პროფესიული განვითარება ნიკოს სესიებს სიღრმეს, მოქნილობას და პრაქტიკულობას მატებს. ადამიანურობა, სითბო და გურული იუმორი კი მასთან ურთიერთობას ბუნებრივ და ცოცხალ ელფერს სძენს. ნიკოს სესიებში იქმნება სივრცე, სადაც ადამიანები მკაფიოდ ხედავენ საკუთარ რეალობას, გულწრფელად საუბრობენ მნიშვნელოვან თემებზე და პოულობენ კონკრეტულ ნაბიჯებს წინსვლისთვის. მისი მიდგომა აერთიანებს მხარდაჭერას და გამოწვევას — რათა ახალი ხედვა რეალურ ქმედებად და შედეგიან ცვლილებად იქცეს.