სერტიფიცირებული ქოუჩი, ფსიქოთერაპევტი, სამოტივაციო სპიკერი, ტრენერი,საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის ცენტრის IDC ხელმძღვანელი საქართველოში.
1985 წელს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე
განათლების სამინისტრში წამყვან სპეციალისტად, მაგრამ ეს არ მანიჭებდა სიხარულს, მინდოდა რაღაც განსხვავებული, ჩარჩოებისგან9 თავისუფალი, კრეატიული და სასარგებლო რამ მეკეთებინა.როდესაც გამოცხადდა პირველი თავისუფალი არჩევნები1989 წელს, კენჭი ვიყარე, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და გავხდი საკრებულოს დეპუტატი; საკრებულოში ყოფნის დროს ურთიერთობა მიწევდა უამრავ ადამიანთან და მათ პრობლემებთან. მივხვდი რომ ძალიან მაინტერესებდა ადამიანები და მათი შინაგანი სამყარო.ამან განაპირობა ის, რომ გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა ფსიქოლოგიის მიმართულებით და ასეც მოვიქეცი. გავიარე კლასიკური და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სასერტიფიკაციო პროგრამა; ვსწავლობდი საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტში; გავიარე ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის პროგრამა; ქოუჩინგის კურსი,ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტში. პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის კურსი.
ამჟამად ვმუშაობ როგორც ფსიქოთერაპიაში ასევე ქოუჩინგში, ვატარებ ინდივიდუალურ და ჯგუფურ სესიებს. ვკითხულობ ლექციებს წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიაში; ვთანამშრომლობ ორგანიზაციებთან, ვატარებ ტრენინგებს, ვორქშოპებსა და სამოტივაციო შეხვედრებს.
მიყვარს ჩემი საქმე, რომელიც მაბედნიერებს.