სამუშაო ადგილი
ქოუჩინგ ლაბი
განათლება ქოუჩინგში
Erickson International, ICP Centre, 5 Prism Academy, International Business Coaching University, Clutterbuck Coaching and Centoring International,
პრაქტიკა/საათები ქოუჩინგში
2000-მდე
მოკლე ბიოგრაფია
ირინა ჭოჭუა - coaching LAB-ის დამფუძნებელი პარტნიორი. ირინა PCC ქოუჩია 11 წლიანი გამოცდილებით. 2011 წლიდან მუშაობს ორგანიზაციების ფართო სპექტრთან, როგორც ბიზნეს ტრენერი. ახორციელებს პროექტებს ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციის, ლიდერობის და ცვლილებების მართვის მიმართულებით მსხვილ და საშუალო ბიზნესთან. არის ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო ლინგვისტურ პროგრამირებაში და საერთაშორისო ასოციაციის (The Society of Neuro-Linguistic Programming™) წევრი. სერტიფიცირებული გუნდური ქოუჩი და გუნდური ქოუჩინგის ტრენერი - CCMI. შექმნილი აქვს სამაგისტრო პროგრამები ქოუჩინგის და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების მიმართულებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. არის TED სპიკერი და CSR პროექტების ავტორი. მათ შორის, საგანმანათლებლო CSR პროქტი – „ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის“.