ქოუჩინგ ლაბი
ქოუჩინგის აკადემია
ეკატერინე ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტია. მისი ინიციატივით და საერთო გუნდური ძალისხმევით, 2019 წელს, საქართველოში პირველად, ICF-ის მხარდაჭერით „ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული“ ჩატარდა, რამაც დასაბამი დაუდო ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ICF საქართველოს წარმომადგენლობის შექმნას.
წარმოადგენს International Business Coaching University და Clutterbuck Coaching and Mentoring International საქართველოში როგორც ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი.
ეკატერინე 2013 წლიდან აწარმოებს ქოუჩინგის პრაქტიკას და არის მიწვეული სპიკერი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე.
პროფესიონალი ქოუჩების მომზადება, ქოუჩთა საზოგადოებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და ლიდერების მხარდაჭერა საერთაშორისო მასშტაბით, ეკატერინესთვის, ადამიანების გაძლიერების მისიითაა შთაგონებული.