მთავარი მოძებნე ქოუჩი კონტაქტი
ნინო ვახანია
გუნდური ქოუჩი / აღმასრულებელთა ქოუჩი
n.vakhania@icf.ge
სამუშაო ადგილი

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ხარისხის ლაბორატორიის უფროსი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონსულტანტი ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით

აკრედიტაცია
PCC ICF
განათლება ქოუჩინგში

„ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება“ - პროფესიონალი ქოუჩი (ACTP) - ერიქსონის ქოუჩინგის საერთაშორისო ინსტიტუტი

„მაღალეფექტიანი გუნდების ქოუჩინგი“ - ერიქსონის ქოუჩინგის საერთაშორისო ინსტიტუტი

„კვანტური ფიზიკა და ქოუჩინგი“ - ერიქსონის ქოუჩინგის საერთაშორისო ინსტიტუტი

პრაქტიკა/საათები ქოუჩინგში
ინდივიდუალური - 800 საათზე მეტიგუნდური/ჯგუფური - 400 საათზე მეტი
დამატებითი ინფორმაცია

განათლებით პედიატრი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი

მოკლე ბიოგრაფია

ნინოს აქვს ჯანდაცვის სექტორში - ფარმაცევტულ ბიზნესში, სხვადასხვა მსხვილ ჰოსპიტალურ ქსელსა და სამედიცინო დაწესებულებებში - მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება, სადაც აქტიურად იყენებს ქოუჩინგურ მიდგომებს.

არის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯმენტის გუნდური / პერსონალური ქოუჩი.

„ლიდერობისა“ და „კორპორაციული ქოუჩინგის“ პროგრამების ავტორი, რითაც ხელმძღვანელებს ეხმარება მოახდინონ საკუთარი რესურსების მაქსიმალური მობილიზება, განმავითარებელი უკუკავშირი, დელეგირება და ღირებულებებზე დაფუძნებული მართვის სისტემის შემუშავება. „პოზიტიური ინტელექტის“ ცოდნის გაზიარებით ეხმარება მათ კრეატიული მიდგომების, გუნდურობისა და ლიდერული უნარების გაუმჯობესებაში.