მთავარი მოძებნე ქოუჩი კონტაქტი
მთავარი მოძებნე ქოუჩი ქეთი ჟვანია-ტაისონი
ქეთი ჟვანია-ტაისონი
სერტიფიცირებული ქოუჩი
პიროვნული განვითარება, ჯანსაღი ურთიერთობები
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული
k.zhvania-tyson@icf.ge
+995 551175859
სამუშაო ადგილი
ახალგაზრდული ცენტრი "მზიანი სახლი"
აკრედიტაცია
განათლება ქოუჩინგში
ერიქსონი, აპ უნივერსიტეტი
პრაქტიკა/საათები ქოუჩინგში
120
დამატებითი ინფორმაცია


მოკლე ბიოგრაფია

სოციალური უნარების ტრენერი და ქოუჩი, ახალგაზრდული მუშაკი, არაფორმალური განათლების სპეციალისტი, პოზიტიური ფსიქოთერაპიის კონსულტანტი და სოციოლოგი სატრენინგო სივრცეში 1992 წლიდან ვმოღვაწეობ, თავდაპირველად როგორც ტრენერი-მოყვარული, შემდეგ კი 1999 წლიდან, როგორც პროფესიონალი ტრენერი, როდესაც პიროვნული განვითარების გრძელვადიანი პროგრამის ექსპერიმენტირება დავიწყე. სწორედ ამ ექსპერიმენტზე დაფუძნებით შეიქმნა არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ტრენინგ-ცენტრი „მზიანი სახლი“, რომლის აქტიური წევრიც ვარ 2003 წლიდან.

2014 წელს გავიარე ერიქსონის სკოლის პროგრამა „ქოუჩინგის ხელოვნება და მეცნიერება“ ხოლო 2022 წელს UP University-ს ქოუჩინგ პროგრამა. ვიყავი ICF საქართველოს პირველი გამგეობის წევრი.

1992 წლიდან ვარ საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაციის აქტიური წევრი, ლიდერი, ტრენერი და გამგეობის წევრი.

ვარ Erasmus+ საერთაშორისო ტრენერი ახალგაზრდულ სფეროში. 2015 წლიდან ვატარებ კორპორატიულ ტრენინგებს თიმბილდინგების მიმართულებით. პროფესიული განათლების მხრივ საკმაოდ განსხვავებული მიმართულებები მაქვს ჩემს პორტფოლიოში „ჩადებული“ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტი - პედაგოგის დიპლომი; ფლორიდის უნივერსიტეტი (აშშ) - სოციოლოგია და გენდერული საკითხები, პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო კურსი, პრაქტიკული ფსიქოლოგიის 2 წლიანი პროგრამა.