Erickson Coaching International
The Leadership Culture
Barrett Values Centre
Academy of Executive Coaching
Forton Group
Clutterbuck Coaching and Mentoring International
ინდივიდუალური და გუნდური ქოუჩინგის პრაქტიკა 700 საათზე მეტი;
ბიზნეს ქოუჩინგის სასწავლო კურისი ტრენერისა და მენტორის პრაქტიკა
კრეატული ლიდერობის ჰაბის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიდერობის ქოუჩი, ადამიანებისა და ორგანიზაციული კულტურის განვითარების პროფესიონალი, ფსიქოლოგი.
იგი მუშაობს უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯრებთან ლიდერული ქოუჩინგისა და გუნდური ქოუჩინგის სფეროში.
დეას აქვს ადამიანებისა და ორგანიზაციის განვითარების 22 წლიანი გამოცდილება უმაღლესი რგოლის ლიდერულ პოზიციებზე ჯანდაცვის, საბანკო, სადაზღვევო, საკონსულტაციო და არასამთავრობო სექტორში. 2023 წლამდე დეა იყო „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ადამიანებისა და კულტურის დირექტორი.
მისი სპეციალიზაციაა ლიდერობისა და კულტურის განვითარება, ტალანტების მართვის სისტემა, გუნდების გაძლიერება, ორგანიზაციის სტრატეგიული მხარდაჭერა, HR სისტემები.
მას აქვს აკადემიური სწავლების გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე, არის რამდენიმე ბიზნეს ტრენინგისა და პიროვნული ზრდის საავტორო კურსის ავტორი. დეას შექმნილი აქვს 360-გრადუსიანი ლიდერული უკუკავშირის ელექტრონული მეთოდი ქართულ ენაზე. ასევე, ჩართულობისა და კულტურის სიჯანსაღის კვლევითი ინსტრუმენტი ორგანიზაციებისათვის.
დეა არის Creative Leadership Hub-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ასევე, Coaching Lab-ის სასწავლო პროგრამის "Business Coaching - a New Leadership Paradigm" პარტნიორი და მენტორი, HRPA Georgia-ს ბორდის წევრი და ICF საქართველოს თანადამფუძნებელი.
დეა არის ორგანიზაციული კულტურის კვლევისა და ლიდერული სტილის შეფასების 4 საერთაშორისო მეთოდოლოგიის აკრედიტებული ქოუჩი და პროვაიდერი.