ნათია არის საერთაშორისო კორპორატიული HR ლიდერშიპის, 16+ წლიანი გამოცდილების მქონე ინსპირაციული და მოქმედებაზე ორიენტირებული ქოუჩი. ნათია მუშაობს პროფესიონალ ბიზნეს-ლიდერებთან, ბიზნეს-ჯგუფებთან და ეხმარება მათ აქტუალური პრობლემების გადაჭრაში, თავდაჯერებულ და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებაში. ნათიასთან მუშაობისას კლიენტებს ფუნდამენტურად ეცვლებათ ცხოვრება უკეთესობისკენ. ისინი იღებენ ინსპირაციას, მაქსიმალურ თავდაჯერებულობას, რწმენას საკუთარი თავის და დასახული გეგმების მიმართ, ასევე ძალას, მიზნების მისაღწევად.
საუნივერსიტეტო ბიზნეს განათლება ნათიას მიღებული აქვს ნიდერლანდებში, კემბრიჯში, შეერთებულ შტატებსა და სინგაპურში. ის მსოფლიოს უდიდესი, ყველაზე პრესტიჟული სკოლის სერტიფიცირებული, პროფესიონალი ქოუჩია - Certified Professional Co-Active Coach, ასევე საერთაშორისო ქოუჩინგის ფედერაციის წევრი და აკრედიტაციის მფლობელი ICF ACC.
ნათიას აქვს საქართველოს საბანკო სექტორში მუშაობის 10+ წლიანი გამოცდილება ერთ-ერთი წამყვანი ბანკის HR დირექტორის პოზიციაზე. 2019 წლიდან მუშაობს გერმანული საბანკო ჰოლდინგის სტრატეგიული HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე, რომლის ფარგლებშიც ავითარებს აფრიკის კონტინენტზე არსებულ მცრიე და საშუალო ზომის ბანკების ტოპ მენეჯმენტს და ადგილობრივ HR გუნდებს. ნათიას საქართველოს გარდა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში უმუშავია საერთაშორისო პროექტებზე, მათ შორისაა აშშ, გერმანია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, ტანზანია, ზამბია, რუანდა, ლიბერია და მადაგასკარი. 2022 წლიდან ნათია დამოუკიდებლად ოპერირებს ქართულ და ევროპულ ბაზარზე და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ბიზნეს ლიდერებს და სტარტაპების დამფუძნებლებს.
ნათია 2 შვილის დედაა, ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.